fbpx
საზოგადოება

“ორივე შვილის ჭიპლარი მე გადავჭერი, სისულელეა, რომ მშობიარობას არ უნდა დაესწრო” – გიორგოს ლიაგა

გიორგოს ლიაგამ ფეი სკორდასთან ქორწინების ემოციურ მომენტებზე ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, ცნობილი ტელეწამყვანისთვის შვილების დაბადება ცხოვრების საუკეთესო ეპიზოდებად დარჩა და ინტერვიუში საკმაოდ უჩვეულო ფაქტების შესახებ მოჰყვა:

“ორივე ორსულობაში აბსოლუტურად ვიყავი ჩართული და მე ვიყავი ადამიანი, რომელმაც ჭიპლარი გადაჭრა. ვინც ამბობს, რომ მშობიარობას არ უნდა დაესწრო, რადგან შემდეგ შენს მეუღლეს ეროტიულად ვეღარ შეხედავ, ეს ყველაზე დიდი სისულელეა მსოფლიოში. შენ ამ დროს ესწრები ყველაზე დიდ სასწაულს, რომლის მოხდენის უნარიც ღმერთმა მხოლოდ ქალს მისცა. ეს ყველაზე ემოციური მომენტია, რაც კი ცხოვრებაში გამომიცდია, როცა შვილს ჩაიხუტებ და გეშინია, რომ არაფერი დაუშავო,” ამბობს ლიაგა.

onalem

ტესტ