fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ყურადღება – საქართველოს საელჩო საბერძნეთში მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს

საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ:

გაცნობებთ, რომ ქ. ათენში საქართველოს საელჩომ განმეორებით მიმართა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა, მიგრაციისა და შენგენის დირექტორატს (C4) და ითხოვა ბერძნული უწყების მიერ საბერძნეთის მოქმედი კანონმდებლობის თაობაზე, (კანონი: №4251/2014, მუხლი 23, პარაგრაფი 2) საელჩოს დეტალური ინფორმირება საბერძნეთის შესაბამისი უწყებების რეგულაციების შესახებ, რომლითაც ბერძნული მხარე იხელმძღვანელებს საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, მესამე ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც, ფორსმაჟორული ვითარებიდან გამომდინარე, ვერ შეძლებენ საბერძნეთის ტერიტორიის დროულად დატოვებას, შეზღუდვების მოხსნიდან 30 დღის განმავლობაში უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში.

საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის არ მოხდება ჯარიმების დაკისრება, თუკი ისინი წარადგენენ ან ოფიციალურ დოკუმენტს, რომ COVID-19 პანდემიის გამო, კონკრეტულ პერიოდში შეუძლებელი იყო მოგზაურობა და სამშობლოში დაბრუნება, ან გაუქმებული ფრენის ბილეთს/ჯავშანს.

საქართველოს საელჩო საბერძნეთში