fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 4.350 ევროიანი ჯარიმა მამაკაცს, რომელმაც 100 კაციანი წვეულება მოაწყო

გავრცელებული ინფორმაციით, კატო ახაიაში პოლიციამ მამაკაცს 4.350 ევროიანი ჯარიმა გამოუწერა, ვინაიდან კანონი დაარღვია და მასშტაბური წვეულება მოაწყო.

ირკვევა, რომ მან 100-მდე სტუმარი დაპატიჟა და ცხადია, წვეულებაზე არავინ იცავდა არც დისტანციას და არ ატარებდნენ პირბადეს. გარდა ამისა, მათ დაკავებული ჰქონდათ გზის დიდი ნაწილი და გარშემომყოფებს, ხმაურის გამო, დიდ დისკომფორტს უქმნიდნენ.

დასავლეთ ატიკის განყოფილების პოლიციელები ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ და მამაკაცი 4.350 ევროთი დააჯარიმეს, ვინაიდან კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული კანონები არ დაიცვა და საფრთხე შეუქმნა საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.

onalem

ტესტ