fbpx
საზოგადოება

“ალკოჰოლი მქონდა მიღებული, პაკისტანელები დამემუქრნენ და ამიტომ გავყევი” – რას ამბობს 20 წლის ბერძენი გოგო

როგორც უკვე ცნობილია, 20 წლის ბერძენი გოგო პაკისტანის ორ მოქალაქეს ჯგუფურ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. თავად მამაკაცები ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მისივე თანხმობით მოხდა.

ვრცელდება კადრები, რომლებიც ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის კამერებმა დააფიქსირა. ვიდეოზე ჩანს, რომ პაკისტანელების მანქანას პრობლემა შეექმნა, გოგო კი მანქანიდან გადმოვიდა, რათა მათ დახმარებოდა. ასევე, აცხადებს, რომ იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, რის გამოც პაკისტანელები დაემუქრნენ, შეაშინეს და ამ გზით აიძულეს გაჰყოლოდა მათ.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებულები გამოძიებისგან თავად ითხოვდნენ მოეპოვებინათ ეს კადრები, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მანქანაში იძულებით ჩასმას და გატაცებას ადგილი არ ჰქონია.

ამ დროისთვის არცერთი პაკისტანელი დაკავებული არ არის, ერთი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო მეორე ბრალდებულთან დაკავშირებით არსებობს უთანხმოება პროკურორსა და გამომძიებელს შორის, რის გამოც რჩება შინაპატიმრობაში, ვიდრე სასამართლო საბოლოო განაჩენს გამოიტანს.

onalem

ტესტ