fbpx
საბერძნეთი

ვიქტორია, აგიოს პანტელეიმონა, ომონია, სინდაღმა – პოლიცია გაზრდილი რაოდენობით და ახალი გეგმა

ათენში არსებული რთული ვითარებისა და იმ სიტუაციების სიმრავლიდან გამომდინარე, როდესაც კორონავირუსის გავრცელების ალბათობა მაღალია, საბერძნეთის პოლიცია მუშაობას აძლიერებს.

რას გულისხმობს გეგმა?!

ახალი გეგმა გულისხმობს ათენის ცენტრალურ უბნებსა და სკვერებში, მაგალითად, მონასტირაკზე, ომონიასა და ვიქტორიაზე, პოლიციის მუდმივ პატრულირებას. ოფიცრები მივლენ ხალხით გადატვირთულ ადგილებში და მათ დაშლისკენ მოუწოდებენ, ხოლო შემდეგ იქაურობას დატოვებენ და რამდენიმე წუთში კვლავ შეამოწმებენ, შეასრულეს თუ არა ბრძანება. კანონის დარღვევის შემთხვევაში გამოიწერება ჯარიმები, 150 ევროს ოდენობით.

პოლიციამ გეგმის შესრულება ვიქტორიის მოედნიდან საღამოს 21:00 საათიდან დაიწყო და უკვე მოახერხა ადამიანთა ჯგუფების დაშლა, ყოველგვარი ზედმეტი გართულებების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ ოფიცრების მიზანია მშვიდობიანი მუშაობა და გეგმა არ მოიცავს ხალხის დაშლას ძალადობრივი მეთოდებით.

ყურადღება გამახვილდება აგიოს პანტელეიმონასა და სინდაღმის ტერიტორიებზეც.

onalem

ტესტ