fbpx
პოლიტიკა

“საბერძნეთში საშუალო ხელფასი 1,500 ევრო გახდება და ეს სრულებით შესაძლებელია” – კირიაკოს მიცოტაკის

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ ბიზნესისა და მრეწველობის ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციის ფარგლებში მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, თავად ასოციაციის პრეზიდენტთან, დიმიტრი პაპალექსოპულოსთან. მიცოტაკი შეეხო პროგრესს, რომელიც საბერძნეთმა ბოლო წლებში განიცადა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არ არის იმდენად უმუშვერობის პრობლემა, რამდენადაც მუშახელის ნაკლებობის.

“ჩვენი ქვეყანა უკვე არის მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი, ელ. ენერგიის წარმოების კუთხით. ამ დროისთვის ვცდილობთ, განვახორციელოთ პროექტები და შეგვიძლია ენერგიის იმპორტი და ექსპორტი, იმის მიხედვით, თუ ჩვენ თავად რამდენს მოვიხმართ.

შარშან 7%-ით შევამცირეთ ელ. ენერგიის მოხმარება, როცა ევროპამ საშაულოდ 3,5%-ით შეამცირა. საბერძნეთმა აჩვენა ადაპტაციის ძლიერი უნარი და ჩვენ გამოვიყენეთ ევროპული რესურსები.

რაც შეეხება ხელფასებს, ზრდას არ აქვს წმინდა ფისკალური მახასიათებლები, ჩვენი მიზანია, რომ სოციალური უთანასწორობის გაფართოება, საკითხავია მხოლოდ, როგორ მივაღწევთ ამ მიზნებს წარსულში დაშვებული შეცდომების ფონზე.

საბერძნეთში, უმუშევრობის კლებასთან ერთად, ხელფასებიც უნდა გაიზარდოს. მომდევნო 4 წლიანი მმართველობის პერიოდში მიზანია, რომ საშუალო ხელფასი ქვეყანაში გახდეს 1,500 ევრო, ეს აბსოლუტურად შესაძლებელია,” განაცხადა მიცოტაკიმ.

 

onalem

ტესტ