fbpx
საბერძნეთი

ჯარიმა 6,6 მილიონი ევრო ბერძენ დამსაქმებლებს, რომლებიც თანამშრომლებს ზედმეტ საათებს ამუშავებდნენ ან არ აფორმებდნენ

საბერძნეთის შრომის ინსპექციის მიზნობრივი კონტროლის მოქმედებების ფარგლებში შემოწმება ჩატარდა 1,313 კომპანიაში, სადაც საერთო ჯამში 583 სამართალდარღვევა დაფიქსირდა, პროცენტულად ეს მაჩვენებელი უდრის 44,4%-ს და საკმაოდ შემაშფოთებელია. საუბარია მხოლოდ ივლისისა და აგვისტოს თვეებში განხორციელებულ შემოწმებებზე.

ჩატარებული აუდიტი ეხებოდა არადეკლარირებულ სამუშაოს, ანუ თანამშრომლების მიერ განხორციელებულ ზედმეტ სამუშაოს, ხელფასებს, რომლებიც არასოდეს დაერიცხათ, ასევე, შემთხვევებს, როდესაც თანამშრომლები დამსაქმებლებს ოფიციალურად არ ჰყავდათ გაფორმებული, რათა არ გადაეხადათ სახელმწიფო გადასახადი. ათობით არის იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც დაუზღვევლად მუშაობდა.

როგორც ირკვევა, ზემოთ აღნიშნული ყველა დარღვევის გამო საერთო ჯამში 6.611.783 ევროს ჯარიმები გამოიწერა.

შრომის ინსპექციას შემუშავებული აქვს კონტროლის სპეციალური მექანიზმი, რომელიც როგორც ჩანს, წარმატებით მუშაობს, მსგავსი დარღვევების აღმოსაჩენად.

onalem

ტესტ