fbpx
საბერძნეთი

ელექტრო ენერგია: თებერვლის თვის გადასახადი საბერძნეთში 50%-ით მცირე იქნება

ტარიფები, რომლებიც ელექტრო ენერგიის მომწოდებელმა კომპანიებმა გამოაცხადეს თებერვლის თვისთვის, შთამბეჭდავია და იანვრის თვესთან შედარებით 50%-ით (და უფრო მეტითაც) ნაკლები იქნება.

მარტივად რომ ვთქვათ, შემდეგი თვის საშუალო გადასახადი შეადგენს 21 ცენტრს კილოვატ/საათზე, იგივე მაჩვენებელი კი, წინა თვეში 44 ცენტი იყო.

ქვემოთ წარმოგიდგენთ ტარიფებს, რომლებიც სხვადასხვა კომპანიებმა წარმოადგინეს:

ΔΕΗ – 19 ცენტი კილოვატ საათზე, რაც 60%-ით ნაკლებია იანვრის თვის ტარიფზე.

Protergia – 24,8 ცენტი კვტ/საათზე, კლება 49%-ს უდრის.

Elpedison – 19,5 ცენტი, კლება 57%-ს უდრის.

Αέριο Αττικής – 25,1 ცენტი, კლება წინა თვესთან შედარებით 48%-ია.

ΖeniΘ – 19,49 ცენტი, კლება იანვართან შედარებით დაახლოებით 59%-ია.

 

onalem

ტესტ