fbpx
ემიგრაციული სიახლეებიკატეგორიის გარეშე

პლასტიკურ ქირურგ კუზანოვებს, საბერძნეთში ახალი მენეჯერი ჰყავთ. გაიცანით ქ. მარიანა

საქართველოში ყველაზე ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგებმა, კუზანოვებმა, საბერძნეთში, ბერძენ კოლეგებთან მუშაობის დიდი გამოცდილება დააგროვეს. ექიმებს ათენში ახალი მენეჯერი ჰყავთ, ქალბატონი მარიანა, რომელსაც ასევე საკმაო გამოცდილება აქვს კოსმეტოლოგიისა და პერმანენტული მაკიაჟის სფეროში და სწორედ მისი შუამავლობით ხდება პირველ ეტაპზე კონსულტაციების, შემდეგ კი, ოპერაციების დაგეგმვა.

გთავაზობთ ინტერვიუს ქ-ნ მარიანასთან:

– რა სახის თანამშრომლობა გაქვთ კუზანოვებთან და რა არის თქვენი ძირითადი საქმიანობა?

ვარ კოსმეტოლოგი და პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტი. ჩემი სპეციალობით ვმუშაობ 5 წელია. ვთანამშრომლობთ როგორც ქართულ ასევე ბერძნულ ესთეტიკურ კლინიკებთან და სალონებთან: David Studio და La Casa Di Bellezza. ასევე, გახლავართ კუზანოვების მენეჯერი საბერძნეთში, უზრუნველვყოფ დაინტერესებული პირების დაკავშირებას უშუალოდ ექიმებთან და ვიზიტის დანიშვნას კონსულტაციებისა და ოპერაციებისთვის.

–  სად და როგორ შეუძლია დაგიკავშირდეთ დაინტერესებული პირი, რომ ვიზიტი დაინიშნოს კუზანოვებთან?

ჩემთან დაკავშირება შესაძლებელია ნომერზე: 699 2692772. სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად ინიშნება კონსულტაცია პირველ ეტაპზე ბატონ გუგა კუზანოვთან, ხოლო შემდგომ უკვე ოპერაცია. ოპერაციები რომელიც საბერძნეთში ტარდება, არის:

  • ცხვირის პლასტიკა (რინოპლასტიკა)
  • მკერდის პლასტიკა
  • მუცლის პლასტიკა
  • სახის პლასტიკა

– თუ შეიძლება, რომ განგვიმარტოთ, სად ტარდება ოპერაციები, რამდენი ხნის მანძილზე რჩება პაციენტი კლინიკაში და როგორ ხდება შემდგომი რეაბილიტაცია?

ოპერაციები ტარდება უშუალოდ ბერძნულ კერძო კლინიკაში, Athens West Clinic, პაციენტი მხოლოდ 1 დღეს ატარებს პალატაში, ხოლო შემდგომი რეაბილიტაცია, შესაბამისად, ძაფების მოხსნაც, ხდება ბერძენი კოლეგების მეთვალყურეობით, კუზანოვების მათთან თანამშრომლობის საფუძველზე. რეაბილიტაციის პროცედურას უზრუნველყოფს პლასტიკური ქირურგი ანასტასიადი.

– გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები…

გვსურს, რომ სამომავლოდ გავფართოვდეთ და მსურველებისთვის მომსახურების გაწევა შევძლოთ ათენის გარდა, თესალონიკსა და კვიპროსშიც.

კუზანოვები ათენში კონსულტაციებისა და ოპერაციების ჩასატარებლად 27-29 იანვარს ჩამოდიან. კონსულტაციის გავლა გუგა კუზანოვთან სრულიად უფასოა. თუმცა, საჭიროა წინასწარ მოხდეს ჩაწერა.

საკონტაქტო ნომერია: 699 2692772.

onalem

ტესტ