fbpx
კატეგორიის გარეშე

გრძელი საცობები ატიკის პორტებისკენ მიმავალ გზებზე – ათენს ათასობით ადამიანი ტოვებს

აგვისტოს თვე დადგა და როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ ამ თვეში გადის შვებულებაში. აქედან გამომდინარე, რთული წარმოსადგენი არ არის, თუ გადაადგილების რა ტენდენციაა ატიკის პორტებში, განსაკუთრებით პირეაზე.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, ათენს ათასობით ადამიანი ტოვებს და კუნძულებისკენ მიემართებიან, გრძელი საცობები შეინიშნება კიფისუს გამზირზე, პორტებში კი, რიგებია გემებზე ასასვლელად, როგორც მანქანებით, ასევე მოტოციკლებით.

დედაქალაქი ივლისის თვეშიც საკმაოდ ბევრმა ადამიანმა დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური პირობები ქვეყანაში არც თუ ისე სახარბიელოა, 3-4 დღის მანძილზე მაინც ახერხებენ კუნძულებზე დასვენებას, ხოლო რეპორტაჟების მიხედვით, ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც 10 დღით მიდის დასასვენებლად.

პოპულარულ მიმართულებებს შორის რჩება არგოსარონიკოს ყურის კუნძულები, ასევე კიკლადესი და კრეტა.

onalem

ტესტ