fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ამომრჩეველმა საარჩევნო ყუთში, ბიულეტენის ნაცვლად, ფულით სავსე კონვერტი ჩააგდო

უცნაური ინციდენტი ლარისაში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მოხდა. სასამართლოს წარმომადგენელმა, რომელსაც შესაბამისი ბიულეტენები უნდა გადაემოწმებინა და ხმები დაეთვალა, ერთ-ერთი კონვერტი გახსნა და გაოცებული დარჩა – მან იქ ხმის ნაცვლად, 175 ევრო იპოვა.

მეორეს მხრივ, ამომრჩეველი ახლა, ალბათ, დაბნეულია და ცდილობს გაარკვიოს, სად დაკარგა კონვერტი, ამას ისიც ემატება, რომ კონვერტთან ერთად დაკარგა ხმის მიცემის შანსიც.

არავინ იცის, თუ რის გამო მოხდა ინციდენტი, იყო ეს შემთხვევითობა, თუ რაიმე კონკრეტული მიზნით დაგეგმილი ქმედება. სასამართლოს წარმომადგენელი თავად ამბობს, რომ ყველას შეუძლია თავისი ვერსია ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რეალურად რა სურდა ამომრჩეველს…

onalem

ტესტ