fbpx
საბერძნეთი

ბრუნდება SMS და იკეტება აბსოლუტურად ყველაფერი, გარდა სკოლებისა – განგაში თესალონიკში

ოფიციალური ინფორმაციით, თესალონიკში მთავრობამ უკიდურესი ზომების მიღება გადაწყვიტა. როგორც მედია იუწყება, სტელიოს პეცასი საგანგებო განცხადებებს რამდენიმე ხანში გააკეთებს, მანამდე კი გთავაზობთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიღებულ იქნა შეხვედრაზე.

კერძოდ, თესალონიკში ურთულესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ცხადდება სრული კარანტინი, ეს გულისხმობს, რომ ღია იქნება მხოლოდ და მხოლოდ სკოლები, დაიკეტება მაღაზიებიც, რომლებიც ამჟამად მუშაობს.

ამას გარდა, გადაადგილება მოსახლეობას შეეძლება მხოლოდ SMS საშუალებით, ანუ ბრუნდება მარტში მიღებული ზომების მოდელი.

დამატებით ცნობებს ოფიციალური პირების გამოსვლის შემდეგ შემოგთავაზებთ.

onalem

ტესტ