fbpx
საბერძნეთი

მუტაცია Omicron – ორი ახალი სავარაუდო ინფიცირებული ათენში

ჯანდაცვის მინისტრმა, თანოს პლევრიმ დღეს, ტელეკომპანია ΑΝΤ-თან საუბრისას განაცხადა, რომ ათენში ახალი შტამით, Omiron-ით ინფიცირების ორი სავარაუდო შემთხვევა ფიქსირდება.

მედიის ცნობით, საუბარია ადამიანებზე, რომლებიც სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან აკრძალვების ამოქმედებამდე შემოვიდნენ, ანუ 27/11-მდე. მათ ჰქონდათ მსუბუქი სიმპტომები და მას შემდეგ, რაც ჩატარდა ლაბორატორიული გამოკვლევა, გამოვლინდა მუტაციის მახასიათებლები, თუმცა, გადაჭრით მაინც არ არის დადგენილი, რომ ეს Omicron-ის ვარიანტია.

ორიდან არცერთი შემთხვევა არ უკავშირდება კრეტაზე მყოფ 40 წლის მამაკაცს, რომელსაც პირველს დაუდგინდა აღნიშნული ვარიანტი, ისინი არ არიან მისი კონტაქტები.

“ათენში ომიკრონით ინფიცირების ორ საეჭვო შემთხვევას ვიკვლევთ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საბერძნეთში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აკრძალვების ამოქმედებამდე, სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან შემოსული ადამიანები სათანადოდ შემოწმდნენ და ყურადღება სათანადოდ მიექცეთ,” განაცხადა მინისტრმა.

 

 

onalem

ტესტ