fbpx
საბერძნეთი

ათენის მეტრო, ტრამვაი და ელექტრო მატარებელი სამუშაო გრაფიკს ცვლის!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენის მეტრო, ტრამვაი და ელექტრო მატარებელი ანუ ე.წ. ტრენო, მუშაობის განრიგს ცვლიან.

კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეების გამო მოსახლეობის მიერ ტრანსპორტის გამოყენება საგრძნობლად შეიზღუდა, რის გამოც, მეტროს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამიერიდან იმუშაოს მხოლოდ ღამის 12 საათამდე.

ზემოთ ჩამოთვლილი ტრანსპორტი მუშაობდა ღამის 01:00 საათამდე, ხოლო ხვალიდან, 20 მარტიდან, სამუშაო საათებს შეამცირებს და მხოლოდ და მხოლოდ ღამის 12 საათამდე იმოძრავებს.

 

onalem

ტესტ