fbpx
კრიმინალი

მკვლელობა ათენში: პოლიციელს ცოლი არ ურიგდებოდა და ამის გამო 10 ტყვია ესროლა

ბერძნული მედია ავრცელებს როგორც დამნაშავის, ასევე მსხვერპლი ქალების ფოტოებს და ვინაობას. როგორც უკვე ცნობილია, 35 წლის პოლიციელმა, გიორგოს ლიანოსმა, საკუთარი მეუღლე, რომელთანაც დაშორებული იყო და მისი მეგობარი ქალი კიფისიაში, სუპერმარკეტთან მოკლა, სადაც ისინი მუშაობდნენ.

როგორც სხვა თანამშრომლები ამბობენ, მამაკაცმა კარგად იცოდა, თუ როგორი იყო ცოლის სამუშაო გრაფიკი, ის ყოველდღე მიდიოდა მის სამსახურში და აწუხებდა. ქალი მაქსიმალურად ცდილობდა მისგან შორს ყოფილიყო, მაგრამ პოლიციელი მოსვენებას არ აძლევდა.

როგორც ირკვევა, მკვლელობის დროს მისი სამუშაო დღე იყო და ქალებს სუპერმარკეტის სადგომზე ელოდებოდა, რათა მათთვის ცეცხლი გაეხსნა. გამოძიების ცნობით, ნასროლია 10-მდე ტყვია.

დაკავებული ამბობს, რომ მეუღლესთან შერიგებას ცდილობდა და ბევრჯერ მოუხადა ბოდიში, მაგრამ ის აზრს არ იცვლიდა და განქორწინების გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული. სწორედ ამიტომ გახდა ის აგრესიული და საბოლოოდ ცოლისა და მისი მეგობარი, სრულიად უდანაშაულო ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.

წყვილს ორი შვილი დარჩა, 5 და 8 წლის.

მკვლელობაში ბრალდებული ოფიცერი

მისი მოკლული მეუღლე

მეორე გარდაცვლილი (მეუღლის მეგობარი)

onalem

ტესტ