fbpx
საზოგადოება

უპრეცენდენტო შემთხვევა ათენში: კორონავირუსით ინფიცირებულმა გოგონამ ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა

“ეს იყო უპრეცენდენტო გამოცდილება, ჩვენ გვეცვა სამი ხელთათმანი და გვეკეთა სამი სათვალე,” ამბობს გინეკოლოგი გიორგოს ხრელიასი, რომელმაც თავის გამოცდილ გუნდთან ერთად 24 წლის გოგონა ამშობიარა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს კორონავირუსის პანდემიის ფონზე საბერძნეთში პირველი მშობიარობაა, რომელიც წარმატებით ჩატარდა. 24 წლის ქალსა და მის მეუღლეს ვირუსის დიაგნოზი ჰქონდათ და ის ორსულობის მე-40 კვირაში იმყოფებოდა.

მშობიარობა Αττικόν-ის საავადმყოფოში წარმატებით დასრულდა და ახალშობილის ტესტმა კორონავირუსზე ნეგატიური პასუხი აჩვენა. ის სრულიად ჯანმრთელია და ყოველგვარი გართულებების გარეშე მოევლინა ქვეყანას.

როგორც ექიმების გუნდი აცხადებს, ისინი მზად არიან მსგავს შემთხვევებთან გასამკლავებლად და შეუძლიათ ამშობიარონ ქალები კორონავირუსის დიაგნოზით, პროტოკოლის სრული დაცვით, როგორ ბუნებრივი, ასევე საკეისრო კვეთის გზით.

onalem

ტესტ