fbpx
ჯანმრთელობა

კორონავირუსით საბერძნეთში მე-6 ადამიანი დაიღუპა

დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში კორონავირუსით მე-6 ადამიანი დაიღუპა.

კერძოდ, კასტორიას საავადმყოფოში მოთავსებული 70 წლის მამაკაცის მდგომარეობა გვიან ღამით გაუარესდა და საბოლოოდ გულის შეტევით გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში ოფიციალურად 418 პაციენტი ფიქსირდება და მათი დაინფიცირება ბოლო 23 დღეში მოხდა.

როგორც სოტირის ციოდრასი აცხადებს, თუკი მოსახლეობა გადაადგილებას მაქსიმალურად შეზღუდავს, ქვეყანა შეძლებს ვირუსზე გამარჯვებას.

 

 

 

 

onalem

ტესტ