fbpx
კრიმინალი

საზარელი მკვლელობა ათენში: პოლიციელმა ცოლი და მისი მეგობარი ქალი მოკლა

გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია საბერძნეთის პოლიციის 35 წლის თანამშრომელი, რომელმაც კიფისიაში მდებარე სუპერმარკეტის ავტოსადგომზე ორი ქალი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

ინციდენტი დღეს, დაახლოებით 18:35 საათზე მოხდა, როდესაც ახალაგზრდა ქალი და მისი მეგობარი შესვენებაზე გარეთ გამოვიდნენ და ერთ-ერთის მანქანაში ჩასხდნენ. ისინი სუპერმარკეტში მუშაობდნენ და გარეთ მცირე ხნით გამოვიდნენ.

როგორც ირკვევა, 35 წლის მამაკაცმა იცოდა მეუღლის გრაფიკი და ავტოსადგომზე სწორედ იმ დროს მივიდა, შემდეგ ორივე მათგანს ესროლა და ადგილიდან მიიმალა.

მოკლული და პოლიციელი ოფიციალურად განქორწინებულები არ იყვნენ, მაგრამ ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. როგორც ჩანს, მათ შორის უთანხმოება არსებობდა. წყვილს ორი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.

დამნაშავე მოგვიანებით საკუთარმა კოლეგებმა დააკავეს.

 

onalem

ტესტ