fbpx
საბერძნეთი

“კორონავირუსი მაქვს” – ბერძენი მამაკაცი სუპერმარკეტში რიგის დაშლას ცდილობდა

57 წლის მამაკაცი საბოლოოდ პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პრევეზას ერთ-ერთ სუპერმარკეტში 57 წლის ბერძენი შევიდა და არ ემორჩილებოდა არანაირ უსაფრთხოების წესებს, ასევე, პროდუქტების აღების შემდეგ არ ითვალისწინებდა, რომ სალაროსთან რიგი იდგა და ცდილობდა, რომ პირველს გაევლო.

როგორც ირკვევა, მას წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც დაიწყო ყვირილი: “მე კორონავირუსი მაქვს!” და ამ გზით ცდილობდა რიგის დაშლას.

თანამშრომლებმა მაშინვე პოლიცია გამოიძახეს და მამაკაცი განყოფილებაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ