fbpx
საბერძნეთი

“არ არსებობს არანაირი მოსაზრება, ზომების მოხსნის შესახებ” – ლეფტერის იკონომუ

სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილემ, ლეფტერის იკონომუმ ტელეკომპანია Mega-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ახალი წლისთვის ზომების მოხსნის საკითხი არც კი განიხილება. ამავე დროს, ხაზი გაუსვა იმას, თუ რამხელა სიფრთხილე გამოიჩინა საბერძნეთის მოსახლეობამ და გაითვალისწინა მიღებული ზომები შობის ღამეს.

“გასაოცარია, თუ რამხელა დისციპლინა გამოიჩინეს ჩვენმა თანამემამულეებმა შობის დღეს. ეს აჩვენებს, რომ ისინი დარწმუნებულები არიან ამ ზომების საჭიროებაში. ჩვენ ახლა ვაქცინაციის პროცესის დასაწყისში ვართ და გვჭირდება მოთმინება. პანდემიასთან საბრძოლველად ოპტიმიზმის ფანჯარა უკვე გაიღო.

ახალი წლის დღეებში ზომების მოხსნის საკითხი არც კი განიხილება. დაუშვებელია მოდუნება. დასავლეთ ატიკაში ყველაფერი ერთ დღეს არ შემსუბუქდება, ეს დამოკიდებულია ექსპერტების რეკომენდაციებზე. რეგიონის ამ ნაწილში მოსახლეობის უმეტესობა იცავს წესებს, ძალიან მცირეა იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც ცდილობს გამოიწვიოს ინტრიგები და არღვევს კანონს.

მინდა აღვნიშნო ისიც, რომ Click Away-ს გზით ვაჭრობა საკმაოდ კარგად მიდის, მოსახლეობამ საკმაოდ მოკლე დროში აუღო ალღო ამ მეთოდს და არ ფიქსირდება ხალხით გადატვირთულობა,” თქვა იკონომუმ.

ამრიგად, 31 დეკემბერსა და 1 იანვარს საბერძნეთის პოლიცია ისევ აქტიურ რეჟიმში იმუშავებს და კვლავ დაუშვებელი იქნება 22:00 საათის შემდეგ გადაადგილება, სუფრაზე შეკრების წესები იგივე რჩება, მაქსიმუმ 9 ადამიანი და ორი ოჯახი, კონტაქტი მათთან, ვისთანაც ყოველდღიურად ისედაც გვაქვს შეხება.

onalem

ტესტ