fbpx
საბერძნეთი

გახსნა მხოლოდ მაისის ბოლოდან – ექსპერტთა შეფასებები გაზაფხულზე მოსალოდნელ ვითარებასთან დაკავშირებით

გარემოს დაცვისა და სანიტარული ინჟინერიის პროფესორი, დიმოსთენის სარიიანისი აცხადებს, რომ ეკონომიკის გახსნაზე, შიშის გარეშე, მხოლოდ მაისის ბოლოდან შეგვეძლება საუბარი.

“ახლა დაბლოკვა იყო აუცილებელი და გარდაუვალი, ეს მოხდა იმ დროს, როცა საჭირო იყო. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ონლაინ მუშაობაზე გადავიდეს დასაქმებულთა 70% და ასე უნდა შენარჩუნდეს, არა მხოლოდ კარანტინის დროს, არამედ გაცილებით მეტ ხანს. 

დაბლოკვა ახლა აუცილებელი იყო იმიტომ, რომ მუტაცირებული შტამები ვრცელდება და მხოლოდ ამ გზით შევძლებთ მის შეზღუდვას. ეკონომიკის გახსნა, ისევ დაკეტვის გარეშე, მხოლოდ მაისის ბოლოდან იქნება შესაძლებელი. 

რაც შეეხება 17 დღიან კარანტინს ატიკის რეგიონში, ეს არ ნიშნავს, რომ 28 თებერვლისთვის პანდემია ჩაქრება, უბრალოდ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით. შესაძლოა, რომ აღდგომის პერიოდში ეპიდვითარება საგრძნობლად იყოს დასტაბილურებული. აპრილის ბოლოსთვის ვფიქრობთ, რომ დასაშვები იყოს კაფე-ბარების და რესტორნების გახსნა,” ამბობს სარიიანისი.

მკაცრი კარანტინი ატიკის რეგიონში მოქმედებს 28 თებერვლამდე.

onalem

ტესტ