fbpx
საბერძნეთი

სიახლე 15 თებერვლიდან: გარეთ გადაადგილებისთვის საჭირო ცნობა იცვლება – რა უნდა ვიცოდეთ?!

გავრცელებული ინფორმაციით, 15 თებერვლიდან საბერძნეთში, კარანტინის მიუხედავად მომუშავე ადამიანთათვის, გადაადგილებისთვის საჭირო ცნობა იცვლება. ეს ნიშნავს, რომ დასაქმებულ პირებს, რომლებიც აქამდე ატარებდნენ ცნობებს სამსახურებიდან, იგივე სახის ფურცელი აღარ გამოადგებათ.

კერძოდ, დამსაქმებლებმა უნდა დაწერონ ახალი განცხადება (ცნობა), რომელშიც ეწერება, რომ მათ მიერ დასაქმებულ პირებს არ შეუწყვეტიათ მუშაობა და პარალელურად, არ მუშაობენ ონლაინ რეჟიმში ანუ სახლიდან. აღნიშნული აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ცნობაში.

საბერძნეთის პოლიციის სპიკერმა, თეოდოროს ხრონოპულომ განაცხადა, რომ მსგავსი ცვლილებების შესატანად შეხვედრები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ეს ყველაფერი პოლიციის საქმეს ბევრად ამრტივს გახდის, რადგან ხშირად ფიქსირდება ყალბი ცნობის ქონის შემთხვევები.

ხრონოპულო ამბობს, რომ თუკი ვინმე წარადგენს სამსახურის ყალბ ცნობას, კანონის წინაშე აგებს პასუხს.

როგორც უკვე ცნობილია, ყველა სხვა შემთხვევაში გადაადგილება მოხდება ჩვეულებრივ SMS-ის გაგზავნით ნოემრზე 13033.

onalem

ტესტ