fbpx
საბერძნეთი

კუნძულ ნაქსოსის ფერმერები გინესის რეკორდების წიგნში

ფერმერები, რომლებსაც კუნძულ ნაქსოსზე კარტოფილი მოჰყავთ, გინესის რეკორდების წიგნში შესვლისთვის ემზადებიან. ისინი კარტოფილის რიგით მე-8 ფესტივალზე ყველაზე დიდი რაოდენობის კარტოფილს მოამზადებენ. ფესტივალი 15 ივლისსა დაგეგმილი.

ნაქსოსი ცნობილია უგემრიელესი კარტოფილით და ის სოფილის მეურნეობასთან ასოცირდება. წელს ფერმერები გინესის რეკორდების წიგნში შესვლას აპირებენ. ისინი დაამარცხებენ წინა მსოფლიო რეკორდის ავტორს, რომელმაც 2016 წელს ყველაზე დიდი რაოდენობის კარტოფილი შეწვა.

რეკორდის დასამყარებლად საჭიროა 650 კგ უმი კარტოფილი, 550 ლიტრი უმაღლესი ხარისხის ზეთი, 22 ტრადიციული შესაწვავი ჭურჭელი და უამრავი თეფში.

წინა წელს მსოფლიო რეკორდი ბრიტანელმა დაამყარა, რომელმაც აღმოსავლეთ ლონდონის გასართობ პარკში 448 კგ კარტოფილი შეწვა.

სოფლის მეურნეობის ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელი, დიმიტრის კაპუნისი აცხადებს: ”ნაქსოსის კარტოფილი ის პროდუქტია, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში ადგილს ნამდვილად იმსახურებს. ამ საქმიანობაში 200-მდე ოჯახია ჩართული და ყოველ წელს დაახლოებით 5,500 ტონა მოსავალს ვიღებთ. ნაქსოსი ამ კუთხით, სხვა კულტურებთან ერთად, კიკლადების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. ნებისმიერი, ვინც ნაქსოსის კარტოფილს გასინჯავს, მიხვდება, თუ რატომ გვინდა ფესტივალზე უამრავი სტუმრის მოსვლა. ეს გემო შეუდარებელია. მე დარწმუნებული ვარ, რომ წელს რეკორდს მოვხსნით!”

onalem

ტესტ