fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: საუბარი ორი პირბადის ტარების ვალდებულებასა და 4 კვირიან კარანტინზე

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში საუბარი დაიწყო ორი პირბადის ტარების ვალდებულებაზე, თუმცა, ოფიციალური მითითება მთავრობისგან ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ არსებობს.

აშშ-ში მოღვაწე სამედიცინო მკვლევარმა, გიორგოს პავლაკისმა წინ წამოსწია ორმაგი პირბადის ტარების იდეა და განაცხადა, რომ ის უნდა ფარავდეს სახეს, ანუ პირსა და ცხვირს და არა მხოლოდ ნიკაპსა და ყელს. პათოლოგიის პროფესორი, ახილეას გიგასი ამბობს, რომ ადამიანები სწორად არ იყენებენ პირბადეს და ამ საკითხზე საჭიროა საკმაოდ ბევრი მუშაობა. ხალხმა ჯერ ერთი პირბადის სწორად ტარება უნდა ისწავლოს, რომ ორის მოხმარება შეძლოს.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ 2.5 კვირიანი კარანტინი პანდემიის მესამე ტალღის შესაჩერებლად ნამდვილად არ კმარა და ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ 4 კვირიან ჩაკეტვას.

“საჭიროა 4 კვირიანი კარანტინი იმისთვის, რომ შედეგებზე გავიდეთ. სჯობს, რომ თქვენს მისაღებ ოთახში მოწყენილი იჯდეთ, ვიდრე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდეთ,” ამბობს პავლაკისი.

 

onalem

ტესტ