fbpx
საბერძნეთი

ძლიერი ხანძარი ნავპაქტოში – კვამლი პატრადანაც კი შესამჩნევია

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ნავპაქტოს ტერიტორიაზე, კერძოდ, აფროქსილიაში, ძლიერი ხანძარი მძვინვარებს. ადგილზე უკვე მობილიზებულია სახანძრო სამსახური, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზით. როგორც ირკვევა, კვამლი შესამჩნევია პატრადანაც კი.

არსებული ცნობებით, ხანძრის ეპიცენტრში მუშაობს 20 მეხანძრე-მაშველი, იქ იმყოფებიან ადგილობრივი მაღალჩინოსნებიც.

ამავე ტერიტორიაზე ხანძარი გასულ სამშაბათსაც გაჩნდა.

onalem

ტესტ