fbpx
საბერძნეთი

სეისმოლოგთა პროგნოზი გამართლდა: 5,4 ბალიანი მიწისძვრა იონიის ზღვაში – ნავაგიოზე კლდე ჩამოინგრა

დღეს დილით იონიის ზღვაში, კეფალონიასა და ზაკინთოს შორის დაფიქსირდა ძლიერი მიწიძვრა, რომელმაც კლდის მსუბუქი ნგრევა გამოიწვია. აღნიშნულის შესახებ სეისმოლოგები პროგნოზებს აკეთებდნენ და როგორც ჩანს, გამართლდა კიდეც. მიწისძვრის ძალა 5,4 ბალს აღწევდა.

24 საათით ადრე ზაკინთოს პორტის ხელმძღვანელობა გერასიმოს პაპადოპულომ გააფრთხილა და შესაბამისად, ვიზიტორებს ნავაგიოს სანაპიროზე მიახლოვების უფლებას აღარ აძლევდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, სანაპიროზე მაინც იმყოფებოდა რამდენიმე ადამიანი. მედიასთან ისაუბრა ექსკურსიის გიდმაც, რომელმაც განმარტა, რომ თავად სანაპიროზე არანაირი ინციდენტი არ მომხდარა და ბიძგებმა მხოლოდ მარჯვენა მხარეს არსებული კლდიდან გამოიწვია ქვებისა და ხრეშის ჩამოცვენა, რაც წყალში ჩავარდა და არავინ დაშავებულა.

მიუხედავად ამისა, გერასიმოს პაპადოპულო და ეფთიმიოს ლეკა აცხადებენ, რომ ეს სეისმური ფილა საკმაო შეშფოთებას იწვევს და ვინაიდან ზაკინთო და კეფალონია კლდოვანი კუნძულებია, მოსახლეობა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს, სანაპიროების სტუმრობისას.

onalem

ტესტ