fbpx
საბერძნეთი

ნამდვილი შობის სოფელი ტეხნოპოლიში – ნახეთ, სად შეიძლება გაერთოთ სადღესასწაულო დღეებში

26 ნოემბრიდან ტეხნოპოლის საშობაო სოფელმა სტუმრებს თავისი კარი გაუღო და ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია სადღესასწაულო დღეების გასატარებლად, რომ განწყობა კიდე ვ უფრო ავიმაღლოთ.

საშობაო სოფელში ნახავთ ულამაზეს ნაძვის ხეს, კარუსელსა და ატრაქციონებს, ხოლო ადგილზე არსებული მორთულობა ნამდვილად თვალწარმტაცია.

შეგიძლიათ ისიამოვნოთ ყინულის საციგურაო მოედნით, საცეკვაო მოედნით, სახის მხატვრობით, ელფების ქორეოგრაფიით. ვინაიდან დღესასწაულები საკვების გარეშე წარმოუდგენელია, საშობაო სოფელში ყველაფერია: ჰოთ-დოგები, ბურგერები, პიცა, შოკოლადები, სასმელი, ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის.

მისამართი: Pireos 100, Athina 118 54.

სამუშაო საათები: 10:00-დან 22:00-მდე.

onalem

ტესტ