fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: გამოძიების მიხედვით, 45 წლის დამხმარე ქალს ორი მოხუცის მკვლელობა არ ჩაუდენია და მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაწილია

როდოსზე ჩატარებულმა გამოძიებამ, რომელიც 45 წლის დამხმარე ქალს ეხება, სრულიად საპირისპირო შედეგები აჩვენა იმასთან მიმართებაში, რაც თავად აქვს აღიარებით ჩვენებაში ნათქვამი. წინასწარი გამოძიების შედეგად ჩანს, რომ ორი მოხუცის მკვლელობა, რომელზეც ის საუბრობს, მხოლოდ მისივე ფანტაზიის ნაყოფია.

კერძოდ, როგორც მედია იუწყება, გამოძიების მიხედვით არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მან 86 და 70 წლის მოხუცები დახოცა და ვინაიდან ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს, არ გამოირიცხება, რომ აღნიშნული ფაქტები მხოლოდ მისი ფანტაზიის შედეგია.

აღსანიშნავია, რომ დაგეგმილია კიდევ დამატებითი ტოქსიკოლოგიურ-ჰოსტოლოგიური კვლევები, რათა გამოძიებისთვის უფრო ნათელი გახდეს საქმის შინაარსი და ქალის ბრალეულობა.

ამ ყველაფრის გარდა, მის ჩვენებებთან წინააღმდეგობაში მოდის მეზობლებისა და იმ ადამიანების განცხადებები, რომლებთანაც მუშაობდა. ისინი არ ადასტურებენ ქალის მხრიდან ძალადობრივ ქცევას და არ იხსენებენ არცერთ ისეთ ფაქტს, რაზეც თავად ბრალდებული საუბრობს.

45 წლის ბერძენი ქალის წინააღმდეგ საქმე მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არის აღძრული.

onalem

ტესტ