fbpx
საბერძნეთი

ბერძნების ოჯახს საავადმყოფოდან საკუთარი მიცვალებული არ მიჰყავს, რადგან მის დასაკრძალად თანხა არ აქვს

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ვოლოსში ხდება, სადაც ბერძნების ოჯახს საკუთარი მიცვალებულის დაკრძალვა უსახსრობის გამო არ შეუძლია.

როგორც ირკვევა, 55 წლის მამაკაცი რამდენიმე დღის მანძილზე ვოლოსში, “ახილოპულიოს” საავადმყოფოში იყო მოთავსებული, მისი მდგომარეობა ეტაპობრივად დამძიმდა და საბოლოოდ, გარდაიცვალა. როდესაც ოჯახს ეს ამბავი შეატყობინეს, ადგილზე მივიდნენ და განაცხადეს, რომ მიცვალებულს ვერ გადაასვენებდნენ, რადგან ფიზიკურად მისი დაკრძალვისთვის საჭირო ხარჯების დაფარვა არ შეუძლიათ. მათ პოლიციასაც შეატყობინეს ამის შესახებ.

ამ დროისთვის მიცვალებული საავადმყოფოს მორგშია გადასვენებული და არავინ იჩენს ინტერესს მისი დაკრძალვის თვალსაზრისით, თავად საავადმყოფომ ოჯახს განუცხადა, რომ უნდა შესრულდეს ყველა შესაბამისი პროცესი და მიიღონ დოკუმენტაცია, რათა მუნიციპალიტეტმა შეძლოს მამაკაცის დაკრძალვა.

ასეთ შემთხვევებში საჭიროა პროკურატურის ჩარევა, რათა ახლობლებმა ხელი მოაწერონ აუცილებელ საპასუხისმგებლო დეკლარაციას, რომ მათ არ შეუძლიათ მიცვალებულის დაკრძალვა და ეს პროცესი მუნიციპალიტეტმა უნდა საკუთარ თავზე აიღოს.

onalem

ტესტ