fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში 12 წელს ზემოთ ბავშვების ვაქცინაცია იწყება

საბერძნეთში 30 ივლისს იხსნება პლატფორმა 12 წელს ზემოთ ბავშვების ვაქცინაციისთვის – ამის შესახებ პირველადი ჯანდაცვის გენერალურმა მდივანმა, მარიოს თემისტოკლეუმ გააკეთა ოფიციალური განცხადება.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დანიშვნა შესაძლებელია როგორც Emvolio.gov.gr-ზე Taxisnet-ის კოდების გამოყენებით, ასევე ΚΕΠ-სა და აფთიაქებში. ბავშვები ვაქცინაციის ცენტრში უნდა გამოცხადდნენ მშობელთან ან მეურვესთან ერთად.

დღეისთვის დანიშნულია 62.000 ვიზიტი (ზოგადად) და დღის ბოლომდე მოსალოდნელია, რომ საერთო ჯამში ამ რიცხვმა 75.000-სს მიაღწიოს.

27 დეკემბრის შემდეგ საბერძნეთში 10.2 მილიონი ადამიანია აცრილი, 5.6 მილიონს აქვს მიღებული მინიმუმ ერთი დოზა, ხოლო დანარჩენი აცრილია ორივე დოზით.

onalem

ტესტ