fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ქალმა 15 წლის შემდეგ გაიგო, რომ მის პარტნიორს სხვა ქალაქში ცოლი და ორი შვილი ჰყავდა

დაუჯერებელი ისტორიის შესახებ, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებებსაც შეიცავს, ბერძნული მედია იუწყება. საუბარია შურისძიებაზე მამაკაცის მხრიდან, რომელიც ქალს 15 წლის მანძილზე ატყუებდა და მას შემდეგ, რაც სიმართლე გაიგო და ურთიერთობა გაწყვიტა, უარეს ქმედებებს მიმართა.

კერძოდ, ქალბატონმა არც მეტი, არც ნაკლები, 15 წლის შემდეგ გაიგო, რომ მამაკაცს, რომელთანაც ურთიერთობა ჰქონდა, სხვა ქალაქში მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა და პარალელური ცხოვრებით ცხოვრობდა. მან დაშორების გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო, თუმცა, მამაკაცი ამას ვერ შეეგუა და მის წინააღმდეგ საჩივრები შეჰქონდა, თითქოს თანხას სძალავდა და უკან ითხოვდა.

მეორე ეტაპზე მამაკაცმა ამობეჭდა ქალის ფოტოები, რომლებშიც ნახევრადშიშველ მდგომარეობაში იყო და იმ კორპუსში დაარიგა, რომელშიც ცხოვრობდა.

“რა თქმა უნდა, შოკი მივიღე, როდესაც გავიგე, რომ ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა, დაქორწინებული იყო და შვილებიც ჰყავდა. ცხადია, მაშინვე დავშორდი, არანაირი სცენა არ მომიწყვია, არც მის ცოლთან მინდოდა რაიმე პრობლემა ჰქონოდა, შესაბამისად, ცხოვრება გავაგრძელე. მოგვიანებით სხვა მამაკაცთან დავიწყე ურთიერთობა და გარდა ჩემი ფოტოებისა, მისი ფოტოებიც მოიძია, ამობეჭდა და ისევ დაარიგა მეზობლების კარებთან. 

აღმოვჩნდი ადამიანთან, რომელსაც როგორც გაირკვა, საერთოდ არ ვიცნობდი. საერთოდ ვერაფერს ვხვდებოდი წლების მანძილზე. ოჯახი სხვა ქალაქში ჰყავდა და ორი ცხოვრებით ცხოვრობდა. წარმოუდგენელია, მაგრამ ასეთი მანიპულაცია შეძლო. შემდეგ კი, ისევ მე მიჩიოდა, თითქოს თანხებს ვძალავდი,” ამბობს ქალი.

onalem

ტესტ