fbpx
საბერძნეთი

კიდევ ერთი შანსი საბერძნეთის მთავრობისგან დასვენების დაფინანსების მისაღებად – სისტემა ისევ იხსნება

როგორც უკვე ცნობილია, “სოციალური ტურიზმის” პროგრამაში მონაწილეობისთვის სისტემა დაიკეტა, თუმცა, სახელმწიფო კიდევ ერთ შანსს აძლევს მათ, ვინც განაცხადების გაკეთება ვერ შეძლო. აღნიშნული პროგრამის გამოსაყენებლად სისტემა კვლავ გაიხსნება 9 ივნისს და მოქმედებაში იქნება კვირამდე, 11 ივნისამდე.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს იმის გამო, რომ საზოგადოების მხრიდან ინტერესი საკმაოდ დიდი იყო პროგრამაში მონაწილეობის კუთხით, შესაბამისად, მოცემულია კიდევ რამდენიმე დღე, რომ განაცხადები გააკეთონ და მიიღონ დასვენების დაფინანსება სახელმწიფოსგან.

პროგრამისთვის გამოყოფილია 35 მილიონი ევრო, ხოლო ბენეფიციართა რაოდენობა 300.000-ია. განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში სრულიად უფასოდ დარჩენა შესაძლებელია შემდეგ კუნძულებზე არსებულ კონკრეტულ სასტუმროებში: ლეროს, ლესვოს, კოს, ხიოს, ევროს – განსაზღვრულია 10 დღე.

რაც შეეხება კუნძულ სამოსისა და ევიის გარკვეულ მუნიციპალიტეტებს, სახელმწიფო 12 დღის უფასოდ გატარებას გთავაზობთ.

პლატორმა, რომელზეც შეგიძლიათ ისარგებლოთ, არის შემდეგი:

https://www.gov.gr/ipiresies/ergasia-kai-asphalise/apozemioseis-kai-parokhes/koinonikos-tourismos

onalem

ტესტ