fbpx
საბერძნეთი

მოძღვარმა საშობაო მსახურება შეწყვიტა, რადგან მრევლის ნაწილს პირბადე არ ეკეთა

კალამატაში, აგიოს ნიკოლაოსის სახელობის ეკლესიაში, მოძღვარმა საშობაო მსახურება შეწყვიტა იმის გამო, რომ შენიშნა, მრევლის ნაწილი პირბადეს არ ატარებდა. მან მოითხოვა, რომ ან პირბადეები გაეკეთებინათ, ან დაეტოვებინათ ტაძარი.

ცხადია, მის თხოვნას მოჰყვა რეგატიური რეაქციები, რაზეც სასულიერო პირმა განაცხადა: “ჩვენ აქ დიალოგს არ გავმართავთ. ვისაც არ გიკეთიათ პირბადე, გარეთ გახვალთ, ჩვენი თანამემამულეებისა და კანონის პატივისცემის გამო. 

ღვთის სიტყვა მე თქვენზე უკეთ ვიცი. წინააღმდეგობები თქვენს სახლებში, აქ არა. აქ იქნებით მორჩილები და პატივისმცემლები. ბრძანებები და პროტესტი თქვენს სახლებში გამოხატეთ, აქ არა!” – თქვა მღვდელმა და აღნიშნა, რომ სხვა მსგავსი შემთხვევების დროს ეცნობებინათ პოლიციისთვის.

onalem

ტესტ