fbpx
კრიმინალი

ათენი: პატისიონზე ტაქსისტმა 20 წლის კლიენტი მანქანაში ჩაკეტა და მისი გაუპატიურება სცადა

20 წლის გოგონა პოლიციაში შოკისმომგვრელი ამბის შესახებ ჰყვება, რომელიც მან 4 მაისის ღამეს გამოიარა. ეს ყველაფერი მოხდა ათენის ცენტრში, როდესაც ის პატისიონზე მიდიოდა და ტაქსი აიყვანა.

ირკვევა, რომ როდესაც გოგონა ტაქსში ჩაჯდა და მძღოლმა სვლა დაიწყო, სხვადასხვა კომპლიმენტებს ეუბნებოდა მის გარეგნობასთან დაკავშირებით. გოგონა ამბობს, რომ მამაკაცი შესაძლებელია ალბანელი იყოს, რომელიც საბერძნეთში მრავალი წელია ცხოვრობს და ამიტომ თავისუფლად საუბრობდა. მან კლიენტს შესთავაზა, რომ ნაცვლად დანიშნულების ადგილისა, სასეირნოდ წაიყვანდა. ცხადია, გოგონამ თავაზიანად უთხრა უარი და სწორედ აქ დაიწყო მთავარი კოშმარი.

მისი ჩვენების მიხედვით, ტაქსისტმა ბნელ კუთხეში გადაუხვია, მანქანის ყველა კარი ჩაკეტა და მისი გაუპატიურება სცადა. გოგონა სთხოვდა, რომ გაეშვა და ყვირილი დაიწყო, საბედნოეროდ, მალე ამ ადგილას ხალხმა გამოიარა და სავარაუდოდ, ტაქსისტი შეშინდა, გოგონა იქვე მიატოვა და გაიქცა.

ტაქსისტის ძებნა, რომელიც დაახლოებით 40 წლის არის, ამ დრომდე მიმდინარეობს, მსხვერპლმა პოლიციას მისი აღწერილობა უკვე მისცა.

 

onalem

ტესტ