fbpx
კრიმინალი

ბავშვი პლანშეტთან ერთად დამარხეს, რომლითაც, სავარაუდოდ, რულა კეტამინს ეძებდა

ფაქტი, რომლის შესახებაც აგელიკი ნიკოლულის გადაცემის საშუალებით შევიტყვეთ, დასტურდება დამკრძალავი ბიუროსგანაც.

როგორც ირკვევა, რულა პისპირიგუმ ითხოვა, რომ ჯორჯინა დაეკრძალათ პლანშეტთან ერთად, რომლითაც ხშირად თამაშობდა და მისი განმარტებით, ძალიან უყვარდა. ამრიგად, 9 წლის ბავშვი აღნიშნულ პლანშეტთან ერთად დაკრძალეს.

გამოძიებას აქვს ვარაუდი, რომ შესაძლებელია, ეს პისპირიგუს მხრიდან კიდევ ერთი მტკიცებულების გაქრობის გზა იყო. ფიქრობენ, რომ აღნიშნული პლანშეტის საშუალებით ქალი შესაძლოა ეძებდა კეტამინს (ბავშვის გარდაცვალების გამომწვევ ნივთიერებას). გამომდინარე იქიდან, რომ ძებნის ველში ჩაწერილი სიტყვების გამოაშკარავება შესაძლებელია, რულამ შესაძლოა იფიქრა, რომ პლანშეტი თავიდან უნდა მოეშორებინა.

onalem

ტესტ