fbpx
კრიმინალი

სკანდალური სიახლე კაროლაინის საქმეში: ბაბის პარალელური ურთიერთობა და ქალი, რომელიც ამბობს, რომ მკვლელობამდე წერილებს უგზავნიდა

აგელიკი ნიკოლულის გადაცემის საშუალებით კაროლაინის სასტიკი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი, სკანდალური დეტალები ვრცელდება. საუბარია ქორიწნებაში მყოფ ქალზე, რომელიც ამბობს, რომ ბაბის ანაგნოსტოპულო მისით შეპყრობილი იყო და მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრეც კი, წერილებს უგზავნიდა, უნდოდა, რომ შეხვედროდა.

მისი განმარტებით, ბაბისთან ურთიერთობა 2015-2016 წლებში ჰქონდა. როდესაც დაშორდა, ის ძალიან გაბრაზებული იყო, რადგან სჯეროდა, რომ ქმარს მიატოვებდა და მასთან ერთად იქნებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ეშინოდა ბაბისი, ქალი ათენიდან სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად.

“ხელით დაწერილი სხვადასხვა წერილებიდან ჩანს, რომ ჩემი ნახვა უნდოდა. ვიღაც ჩემს მეუღლესაც უგზავნიდა შეტყობინებებს ტელეფონზე ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბაბი იყო და ჩვენს დაშორებას ცდილობდა.

კაროლაინის მკვლელობამდე ორი კვირით ადრე გამომიგზავნა ბოლო წერილი, ვიცი, რომ კაროლაინს ადრე გაგებული ჰქონდა ამ ყველაფრის შესახებ. თვითონ ბაბიმ მითხრა, რომ იცოდა. როცა რამდენიმე წლის წინ ჩემი ქმართან დაშორება სცადა, სხვადასხვა სცენების დადგმით, მივხვდი, რომ ამ ადამიანს არ ჰქონდა საზღვრები, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ სასტიკ მკვლელობამდე მივიდოდა,” ამბობს ქალი.

გარდა ამისა, პილოტის მეგობარი შემდეგ განცხადებას აკეთებს:

“ვიცით, რომ ბაბის ჰქონდა სხვა ურთიერთობა მაშინაც კი, როცა კაროლაინზე იყო დაქორწინებული. თითქოს ამაყობდა, რომ იყო ქალთან, რომელიც ასევე დაქორწინებული იყო. 

კაროლაინთან ქორწინება იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ყველას გაგვიკვირდა, ცერემონია პორტუგალიაში შედგა, ალბათ, იმიტომ, რომ იმ ქალისგან დამალული ყოფილიყო ეს ყველაფერი. მან კი ამის შესახებ სოციალური ქსელიდან შეიტყო და გაოგნდა.

ბაბი მოუმწიფებელი ადამიანია, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, მაგრამ ასეთ მკვლელობას და შემდეგ კაროლაინის ოჯახის დაცინვას თუ გაბედავდა, როოგრ ვიფიქრებდით?!”

 

onalem

ტესტ