fbpx
კრიმინალისაზოგადოება

კერკირა: მამამ საკუთარი გოგონა მოკლა, რადგან მის იმიგრანტ პარტნიორს ვერ ეგუებოდა

კუნძული საზარელმა მკვლელობამ შეძრა, რომელიც ბერძენ გოგონასა და იმიგრანტ მამაკაცს შორის ურთიერთობის გამო მოხდა. 52 წლის მამაკაცმა 28 წლის შვილი სიცოცხლეს გამოასალმა, რადგან ვერ ეგუებოდა, რომ მას უცხოელთან ჰქონდა ურთიერთობა.

28 წლის აგელიკი პეტრუ კერკირაზე კაფეტერიაში მუშაობდა. ამავე კაფეში მუშაობდა 30 წლის ავღანელი მამაკაცი, რომელმაც პოლიციას შეატყობინა, რომ ის ოთხშაბათის შემდეგ გაუჩინარებული იყო და სამსახურშიც არ მისულა. ისინი ერთად ცხოვრობდნენ, რაც გოგონას მამისთვის აუტანელი აღმოჩნდა.

პოლიციის გამოძიების შედეგად მისი ცხედარი სახლთან ახლოს დამარხული იპოვეს.

ამას გარდა, გაირკვა, რომ 52 წლის მამაკაცი ემოციურად გაუწონასწორებელი ადამიანი იყო და შვილის ცემა ყოველდღიურობაში ჰქონდა გადაზრდილი. სწორედ ამიტომ გადავიდა გოგონა ავღანელ შეყვარებულთან საცხოვრებლად.

ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ მან 28 წლის ქალს სასიკვდილო დაზიანება თავის არეში მიაყენა, თუმცა, გარკვეული პროცედურები სიკვდილის ზუსტი მიზეზის დასადგენად ჯერ კიდევ წინ არის.

onalem

ტესტ