fbpx
საზოგადოება

“ჩემი ძმის გარეშე სამშობლოში ვერ დავბრუნდები” – ხალკიდიკიში 31 წლის მამაკაცს რამდენიმე დღეა უშედეგოდ ეძებენ

“ჩემი ძმის გარეშე სამშობლოში ვერ დავბრუნდები,” აცხადებს 31 წლის მარტინ იოვანოვსკის ძმა, გორანი, რომელიც მისი ძებნის ოპერაციაში მონაწილეობს და სამწუხაროდ, ახალგაზრდა მამაკაცის კვალზე გასვლა უკვე რამდენიმე დღეა ვერ ხერხდება.

გორანი ამბობს, რომ გამოძიების ადგილას დედასთან, მეუღლესთან და 10 თვის შვილთან ერთად იმყოფება, მიუხედავად 10 დღიანი დაუღალავი ოპერაციისა, ჯერჯერობით თავისი ძმის კვალზეც კი ვერ გავიდნენ. ამასთანავე, აღნიშნავს, რომ ძებნითი ოპერაციები საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და საბერძნეთის მთავრობას დახმარებას სთხოვს. ის მადლობას უხდის ყველა იმ მოხალისეს, რომელიც საკუთარი სურვილით ჩაერთო მარტინის ძებნის საქმეში.

“უცხო ქვეყანაში ვარ ჩაკეტილი და ბერძნულიც არ ვიცი. არ შემიძლია სახლში დავბრუნდე ჩემი ძმის გარეშე, არ შემიძლია დედაჩემს რაიმე ვუთხრა. როგორ დავბრუნდე სამშობლოში ძმის გარეშე? ამიტომ ვითხოვ დახმარებას საბერძნეთის მთავრობისგან, თუ შეუძლია რაიმე გზით დაგვეხმაროს. თუნდაც დაგვეხმარონ მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ დრონები,” ამბობს ის.

onalem

ტესტ