fbpx
საბერძნეთი

ვითარება საბერძნეთის კუნძულზე: პაციენტი სატვირთოთი გადაიყვანეს, რადგან ΕΚΑΒ-ის მანქანა არ არსებობდა

“თუ ხელებსა და ფეხებს ამოძრავებს, მანქანაში ჩასვით და მოიყვანეთ,” ასეთი იყო პასუხი პაციენტთან დაკავშირებით, რომლის დასახმარებლადაც კუნძულ იკარიაზე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გამოსაძახებლად დარეკეს.

წარმოუდგენელია, მაგრამ საბერძნეთის კუნძულებზე 2022 წელს ჯერ კიდევ ასეთი ვითარება ფიქსირდება. როგორც ირკვევა, ქალბატონი თავისი სახლის ეზოში წაიქცა და დაშავდა ისე, რომ ვეღარ მოძრაობდა. მეზობლებმა ΕΚΑΒ-ში დარეკეს, სადაც უთხრეს, რომ მანქანა ფიზიკურად არ არსებობდა და მხოლოდ ერთი გათავისუფლდებოდა, რომელსაც მინიმუმ საათნახევარი დასჭირდებოდა ადგილზე მისასვლელად.

საბოლოოდ, ქალი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სატვირთო მანქანით გადაიყვანეს ჯანმრთელობის ცენტრამდე, რადგან ფიზიკურად სავარძლებზე დაჯდომაც არ შეეძლო.

onalem

ტესტ