fbpx
საბერძნეთი

გვალვის ტალღა კვირის ბოლოდან – 42 გრადუსი საბერძნეთში

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში რამდენიმე დღეში გვალვის ტალღა გველის და მოსახლეობა ამისთვის მომზადებული უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, სინოპტიკოსები განმარტავენ, რომ ეს საბერძნეთისთვის დამახასიათებელი გვალვა იქნება და არ დაფიქსირდება ისეთი სიცხე, როგორიც ესპანეთში, სადაც მაღალ ტემპერატურას ადამიანებიც კი შეეწირნენ.

კერძოდ, იანის კალიანო პროგნოზირებს, რომ 22 ივლისიდან საბერძნეთში ჰაერი 41-42 გრადუსამდე აიწევს.

“დაახლოებით 10 დღეა ვპროგნოზირებთ, რომ ტემპერატურა მოიმატებს. ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ესპანეთის მსგავსი გვალვა გვიახლოვდება, მაგრამ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ეს იქნება კლასიკური ბერძნული გვალვა, რომელიც პარასკევიდან გააქტიურდება და ჰაერი გათბება 42 გრადუსამდე. სიცხის ეს ტალღა 4-5 დღის მანძილზე მაინც გაგრძელდება. ათენში მოსალოდნელია 41 გრადუსი,”აცხადებს კალიანო.

როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, განსაკუთრებით ცხელი იქნება შაბათ-კვირა.

onalem

ტესტ