fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ოჯახი, ჩვილი ბავშვით, უზარმაზარმა ტალღებმა გაიტაცა – მათი გადარჩენა ბოლო წუთს მოხერხდა

კრეტაზე მდებარე ბევრი სანაპირო საკმაოდ დიდი ტალღებით გამოირჩევა და ბოლო პერიოდში მაშველებს უამრავი ოპერაციის განხორციელება უწევთ, ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა ირაკლიოში, ანისარას ტერიტორიაზე, სადაც სანაპიროზე დიდი ტალღები იყო, მაგრამ სავარაუდოდ, იქ მყოფმა ოჯახმა საფრთხეები ვერ შეაფასა და წყალში არა მხოლოდ თავად შევიდნენ, არამედ ჩვილი ბავშვიც შეიყვანეს. სულ მოკლე ხანში, მიხვდნენ, რომ წყალი სულ უფრო და უფრო შიგნით ითრევდათ და დახმარება სჭირდებოდათ.

საბედნიეროდ, იქვე მყოფმა მაშველმა სწრაფი რეაგირება მოახდინა და წყალში პირველი ბავშვის გადასარჩენად შევიდა, როდესაც სამაშველო ჟილეტის საშუალებით ნაპირამდე გამოიყვანა, შემდეგ მშობლების დასახმარებლად შებრუნდა, რომელთაგან, საბედნიეროდ, ორივე გადაარჩინა.

მთელ ოჯახს გაეწია პირველადი დახმარება, პროფილაქტიკის მიზნით. თუმცა, ამ სანაპიროზე მოგვიანებით წყალმა კიდევ ერთი, 10 წლის გოგონა წაიღო, რომელიც ტალღებს არ შეუშინდა და შიგნით შევიდა. მაშველებმა ისიც დროულად გამოიყვანეს ხმელეთზე.

აღნიშნული ინციდენტების შესახებ ეცნობა ადგილობრივ ხელისუფლებას, რათა მიიღონ რაიმე დამატებითი ზომები, უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

 

onalem

ტესტ