fbpx
საბერძნეთი

ხვალინდელი გაფიცვა გაუქმდა – 28 მარტს ათენის მეტრო და ტრამვაი ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს!

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ხვალინდელი გაფიცვა გაუქმდა და ათენის საჯარო ტრანსპორტის თითოეული სახეობა იმუშავებს ჩვეულებრივ რეჟიმში.

28 მარტს მეტროს მე-2 და მე-3 ხაზი, ასევე 1-ელი ხაზი ანუ ილეკტრიკო/ტრენო, იმუშავებენ ჩვეულებრივ რეჟიმში. გარდა ამისა, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ტრამვაიც.

როგორც უკვე ცნობილი იყო, არ იფიცებიან არც ავტობუსებისა და ტროლეიბუსების მძღოლები და იმუშავებენ მთელი დღის მანძილზე.

onalem

ტესტ