fbpx
საბერძნეთი

ერთი ნაბიჯი ადგლობრივ კარანტინამდე – საბერძნეთის რომელ ტერიტორიებზეა მოსალოდნელი ჩაკეტვა?!

ბოლო 6 დღეა, რაც საბერძნეთში პანდემიამ კვლავ იფეთქა და ექსპერტთა საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენელთაგან განგაშის ზარიც გაისმა. არსებობს ტერიტორიები, რომლებიც ერთი ნაბიჯით უკან არიან კარანტინის გამოცხადებამდე, ვინაიდან ეპიდმდგომარეობა კრიტიკული გახდა.

რომლებია ისინი?!

ერთ-ერთი კუნძული, სადაც ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა ფიქსირდება, მიკონოა. აქ ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვი არა ორჯერ ან სამჯერ, არამედ ოთხჯერ გაიზარდა. ირაკლიოში გასამმაგდა, ხოლო რეთიმნოში გაორმაგდა.

გარდა ამისა, მძიმე ვითარებაა იოსზე, პაროსა და სანტორინზე.

კითხვაზე, თუ რამდენად მოსალოდნელია აღნიშნულ ტერიტორიებზე კარანტინის გამოცხადება, ნიკოს ხარდალიამ უპასუხა:

“ჩვენ მიერ დასახელებულ 6 ტერიტორიაზე, ეპიდემიოლოგიური ტვირთი დიდია. ერთი ნაბიჯია იქამდე, ვიდრე კონკრეტულ ზომებს მივიღებთ. მჯერა, რომ ამ ყველაფრის მოგვარება შეგვიძლია და არ დაგვჭირდება ადგილობრივი დაბლოკვა. მომდევნო 24 საათში მდგომარეობას კოორდინირებას გავუწევთ და მივხვდებით, რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და რას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა.”

 

onalem

ტესტ