fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში10-დან 6 დამსაქმებელს საკუთარი თანამშრომლები ძალადობაში ადანაშაულებენ, მათ შორის, სექსუალურ შევიწროვებაში

შრომის ინსპექციის მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, საბერძნეთში საკმაოდ მაღალია სამსახურეობრივ გარემოში ძალადობისა და სექსუალური შევიწროვების ფაქტთა რაოდენობა. კვლევის მიხედვით, 10-დან 6 დამსაქმებელი საკუთარ თანამშრომელზე ფიზიკურად, სიტყვიერად ან ფსიქოლოგიურად ძალადობს ან სექსუალურად ავიწროვებს მათ.

როგორც ირკვევა, საჩივრების აბსოლუტური უმრავლესობა, 91%, ეხება სიტყვიერი, ფიზიკური, ფსიქოლოიგიური ძალადობისა და შევიწროვების ფაქტებს, ხოლო დანარჩენი 9% სექსუალურ შევიწროვებას. მონაცემები ცხაყოფს, რომ თანამშრომელთა 38%, რომელიც აღნიშნული ძალადობის შესახებ ჩივის, მამაკაცია, ხოლო 62% ქალი.

საბერძნეთში ხშირია რასისტული ნიშნით დისკრიმინაციაც, დამსაქმებელთა მხრიდან თანამშრომლებისთვის ანაზღაურების არ გადახდა და ფიზიკური ძალადობის შემთხვევებიც.

თანამშრომლებზე ძალადობის ყველა აღნიშნული ფორმა ძირითადად ფიქსირდება შემდეგ სფეროებში: კვების მრეწველობა, ტურიზმი (სასტუმროები), მშენებლობა, ჯანდაცვა, ტრანსპორტი.

აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციაში დამსაქმებლების წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების 43% გადაწყდა სასამართლოს გარეშე.

 

 

onalem

ტესტ