fbpx
საბერძნეთი

Panic Button: ატიკასა და თესალონიკში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სპეციალური აპლიკაცია ამუშავდა

მედიის ინფორმაციით, 23 მარტიდან ატიკის რეგიონსა და თესალონიკში ამუშავდა სისტემა, რომელიც განკუთვნილია ძალადობის მსხვერპლთათვის, დახმარების სათხოვნელად. საუბარია Panic Button-ზე (იგივე პანიკის ღილაკი), რომელიც შეიქმნა ქალბატონებისთვის, რომ დახმარება ითხოვონ დროულად და მათი ადგილსამყოფელის დადგენაც უმოკლეს დროში მოხდეს.

აპლიკაცია უფასოა და მისი ტელეფონში ჩამოტვირთვის შემდეგ მომხმარებელს აქვს უშუალო წვდომა, შეატყობინოს პოლიციას ძალადობის შესახებ, რომლის მსხვერპლიც იმ დროისთვის ხდება.

ამ ღილაკზე დაჭერით პოლიციას ავტომატურად ეგზავნება შეტყობინება (SMS), რომელიც მოიცავს ყველა საჭირო ინფორმაციას, ადამიანის ადგილსამყოფელის დასადგენად.

აპლიკაციაში რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა გარკვეული მონაცემების შევსება, როგორიცაა სახელი, გვარი, ზუსტი მისამართი, ასევე შეუძლია აღწეროს, თუ რა სახის ძალადობა ხორციელდება მასზე, არსებობს თუ არა მუქარა იარაღით და ა.შ.

 

onalem

ტესტ