fbpx
საბერძნეთი

შოკისმომგვრელი შემთხვევა კრეტაზე: ცნობილ მუსიკოსსა და ექიმს 11 წლის ბიჭზე ძალადობა ედებათ ბრალად

კრეტას საზოგადოება შეძრულია ამბით, რომელიც დიდი ტრადიციების მქონე კუნძულზე ბომბივით გასკდა. საუბარია 66 წლის მამაკაცზე, მუსიკოსზე, რომელსაც ბრალად ახლა უკვე 15 წლის ბიჭზე ძალადობა ედება ბრალად, თუმცა, ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ბავშვი 11 წლის იყო.

გამოძიების მასალებიდან ჩანს, რომ 66 წლის ტასოს რერაკის ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბიჭის მშობლებთან და სახლში ხშირად სტუმრობდა მათ. მან არასრულწლოვანთან დაახლოება მოახერხა და 2018 წლიდან საეჭვოდ ახლოს იყო მასთან, როგორც ირკვევა, 2020 წელს მასზე სექსუალურად იძალადა. პარალელურად, ბიჭის სახელით შექმნა ყალბი პროფილი სოციალურ ქსელში და მას შემდეგ, რაც აიძულებდა მისთვის ფოტოები და ვიდეოები ეგზავნა, სადაც შიშველ მდგომარეობაში იყო, ამ ყველაფერს ინტერნეტში ანთავსებდა.

ამ დროისთვის 66 წლის რერაკისი დაკავებულია, ხოლო კიდევ უფრო შოკისმომგვრელია ფაქტი, რომ გამოიკვეთა საქმეში კიდევ ერთი მამაკაცის, კრეტაზე ცნობილი ექიმის მონაწილეობაც, რომელსაც ამ დროისთვის მუშაობა შეჩერებული აქვს.

ამ დროისთვის პოლიცია სპეციალური პლატფორმის შესწავლას ცდილობს, რათა დადგინდეს, კიდევ ვინ მონაწილეობდა ამ შემზარავ დანაშაულში.

 

onalem

ტესტ