fbpx
საზოგადოება

ხრისტოს მასტორასა და დესპინა ვანდის “თითქმის” კოცნა და უხერხულობა მათ პარტნიორებში

ხრისტოს მასტორა და დესპინა ვანდი ღამის გასართობ ცენტრში ერთად მღერიან და აუდიტორიას მრავალ დაუვიწყარ საღამოს ჩუქნიან. ერთ-ერთი ასეთი იყო მათი ბოლო გამოსვლაც, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ მასტორა და ვანდი ერთმანეთთან იმდენად ახლოს მივიდნენ, რომ ჩანდა, თითქოს ერთმანეთს აკოცეს.

ამ ვიდეომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და მომღერლების პარტნიორები უხერხულობაში ჩააგდო, ერთის მხრივ, ვასილის ბისბიკი, ხოლო მეორეს მხრივ, გარიფალია კალიფონი.

ხრისტოს მასტორას მომხდართან დაკავშირებით სოციალური ქსელის საშუალებით განცხადების გაკეთება მოუწია. მისი განმარტებით, მათ ერთმანეთისთვის არ უკოცნიათ და ეს ყველაფერი იმ სასიამოვნო განწყობის შესაქმნელად ხდება, რაც ყოველი გამოსვლისას საჭიროა და აქვთ.

“არც კვამლი არსებობს და არც ცეცხლი. თუმცა, არსებობს სიყვარული, პატივისცემა, დაფასება და ბევრი ხუმრობა სცენაზე,” წერს მასტორა.

onalem

ტესტ