fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

აბრუნებს თუ არა საბერძნეთი ემიგრანტებს თურქეთ-საბერძნეთის საზღვრიდან უკან ?! (კადრები)

გერმანული გაზეთი, Der Spiegel, სკანდალურ ინფორმაციას და კადრებს ავრცელებს, რომლებზეც ასახულია, თუ როგორ აბრუნებს უკან საბერძნეთის სასაზღვრო პოლიცია ემიგრანტებს მდინარე ევროსის საშუალებით, თუმცა, ეს ყველაფერი მალულად მიმდინარეობს.

საბერძნეთის მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ არცერთ თავშესაფრის იგივე “ასილოს” მაძიებელ ემიგრანტსა თუ ლტოლვილს, საბუთის გაცემაზე უარის თქმის პროცედურების დასრულებამდე, უკან არავინ დააბრუნებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ამ განცხადებების უკან სხვა სიმართლე იმალება.

გაზეთი ავრცელებს 11 ვიდეოს, რომლებიც გადაღებულია თურქეთის მხარეს დამონტაჟებული კამერების მიერ და ჩანს, როგორ გადმოჰყავთ საბერძნეთის მხრიდან თურქეთის მიმართულებით სამხედრო ფორმებში გამოწყობილ, შენიღბულ პირებს იმიგრანტები. თუმცა, მათ ფორმას არ აქვს რაიმე ემბლემა.

Der Spiegel-ში აღნიშნულია ისიც, რომ რამდენიმე ოფიციალური ჯარისკაცი და პოლიციელი ადასტურებს ინფორმაციას, რომ იმიგრანტების თურქეთში დაბრუნების პროცესი მდინარე ევროსთან სისტემატიურად მიმდინარეობს.

საბერძნეთის პოლიციის სპიკერი აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ მათ არაფერი იციან და საბერძნეთის საზღვრებზე ყოველთვის სცემენ პატივს საერთაშორისო შეთანხმებებს. გაზეთის ცნობით, კი ის, რაც მდინარე ევროსთან ხდება, საერთაშორისო კანონის დარღვევაა და გამოიყოფა ორი ძირითადი მიზეზი:

  1. თავშესაფრის მაძიებლებს აქვთ უფლება იმყოფებოდნენ საბერძნეთის ტერიტორიაზე მანამ, ვიდრე საბუთის მიღებაზე უარს არ ეტყვიან.
  2. მათ აქვთ უფლება, არ დაბრუნდნენ ქვეყანაში, სადაც მათი უსაფრთხოება არ არის გარანტირებული.

onalem

ტესტ