fbpx
საბერძნეთი

მამაკაცი ციხეში 11 თვე იჯდა, რადგან საბერძნეთის პოლიციას ფქვილი ნარკოტიკებში აერია

“ეს დიდი სირცხვილია… მამაკაცმა თითქმის ერთი წელი გაატარა ციხეში, თუმცა, სრულიად უდანაშაულოა,” თქვა პროკურორმა, დესპინა სიდიროპულუმ მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქე უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო პროცესიდან გაათავისუფლა.

დაუჯერებელი შემთხვევის შესახებ ბერძნული გაზეთი იუწყება. ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქემ საბერძნეთის საზღვარი პაკეტით გადმოკვეთა, რომელშიც ფქვილი იყო მოთავსებული და ის მეგობრის თხოვნით სოფელ კავალარის მაცხოვრებლისთვის უნდა გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ მან საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და სოფელი, სადაც ფქვილის სხვა პირისთვის გადასაცემად მიდიოდა იქვე ძალიან ახლოს მდებარეობდა. ეს ყველაფერი 2018 წლის იანვარში მოხდა.

მამაკაცი სასაზღვრო პოლიციამ დააკავა და გარდა იმისა, რომ საზღვრის უკანონო კვეთა დასდეს ბრალად, ის ციხეში გაუშვეს, რადგან მფლობელობაში აღმოაჩნდა პაკეტი, “საეჭვო” შიგთავსით, რომელიც მაშინვე ნარკოტიკად მიიჩნიეს.

მამაკაცი მართლაც ციხეში ჩასვეს, პარალელურად კი პაკეტი ექსპერტიზაზე გააგზავნეს, რათა დადგენილიყო კოკაინი იყო, ჰეროინი თუ რაიმე სხვა სახის ნარკოტიკი.

გაურკვეველი მიზეზების გამო, ექსპერტიზის შედეგები მხოლოდ 11 თვის შემდეგ გახდა ცნობილი და დადასტურებული ინფორმაციით, პაკეტში არსებული ფხვნილი 100%-ით ფქვილი იყო და არაფერი სხვა. ამრიგად, მამაკაცმა 11 თვე გაატარა ციხეში მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობრის თხოვნით ფქვილი გადაჰქონდა და პოლიციას ის უბრალოდ ნარკოტიკი ეგონა.

პროკურორის გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქე ციხიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს და მან ამ ყველაფერს დიდი სირცხვილი უწოდა.

გაზეთის ცნობით, მამაკაცი ცილისწამებისა და მორალური ზიანის მიყენების გამო კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს.

 

onalem

ტესტ