fbpx
საბერძნეთი

“ჩემი სილამაზე იმდენად ძლიერი იყო, რომ ზოგიერთს ჩემი არსებობაც კი აწუხებდა” – ვანა ბარბა

ვანა ბარბამ გადაცემაში, “Πάμε Δανάη!”, საკუთარ დანაკარგსა და ქალიშვილზე ისაუბრა, ასევე, კიდევ ერთხელ გაიხსენა, თუ რა როლს თამაშობდა მის ცხოვრებაში სილამაზე.

“56 წლის ასაკშიც კი, მოუთმენლად ველოდები დღესასწაულებს. ის სევდა, რასაც საყვარელი ადამიანების დაკარგვა ჰქვია, რომლებიც შენი ცხოვრების ნაწილი იყვნენ, არ იცვლება. მაქვს მაგიდა, ამ ქვეყნიდან წასული ადამიანების ფოტოებით, რომლებსაც ხანდახან ველაპარაკები. ისინი, ვინც დავკარგეთ, არასოდეს მიდიან ჩვენი ცხოვრებიდან.

არ მინდა ფედრას მამაზე საუბარი, რადგან ეს არის საკითხი, რომელიც მასაც აწუხებს და მეც. ადრე მარტივად ვაკეთებდი ისეთ რამეებს, რასაც ახლა, როდესაც უკვე გამოვცადე, აღარ გავიმეორებდი. ახალგაზრდებს მივმართავ, რომ როდესაც შვილის ყოლას აპირებთ, აუცილებლად ორნი უნდა იყოთ. არ დაშორდეთ ადვილად, არ დაიწყოთ მარტო შვილის გაზრდა, რადგან ეს ძალიან დიდი ტვირთი და შეცდომაა, რომელზეც ბავშვები აგებენ პასუხს. განა ვეკითხებით ბავშვებს, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას ვიღებთ?!

რა თქმა უნდა, არაფერს ვნანობ. ფედრასთან ვიგრძენი რა არის ნამდვილი სიყვარული, რადგან სიყვარულის ერთადერთი ფორმა დედობაა.”

რაც შეეხება სილამაზის გავლენას მის ცხოვრებაზე, ბარბა ამბობს:

“ახლა მჭირდება ვინმე გვერდით. მიჩვეული ვიყავი, რომ მაღმერთებდნენ და აღტაცებული იყვნენ ჩემით, მაგრამ ახლა ვიქეცი ქალად, რომელსაც გვერდით პარტნიორი სჭირდება. ბევრჯერ მიღალატეს, უსამართლოდ… ჩემი სილამაზე იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩემი არსებობაც კი აწუხებდა ზოგიერთს. შეიძლება მქონდა რაიმე განსაკუთრებული ნიჭი, მაგრამ არასოდეს მომცეს მისი გამოვლენის საშუალება. ახლა, ცხადია, აღარ მჭირდებიან ისინი, ვინც ცხოვრებაში გამამწარა.”

onalem

ტესტ